среда, 31 марта 2021 г.

                           მე-8 კლასში, 2021 წლის 19 მარტს ჩავატარე

  პირველი შემაჯამებელი დავალება 

 

 

 

თემატური ბლოკი - სპორტის სათამაშო გუნდური სახეობა (ფრენბურთი)                                       საათების სავარაუდო რაოდენობა - 10

სამიზნე ცნებები - ფიზიკური თვისებები, ორგანიზება და თვითკონტროლი.

საკითხები/ქვეცნებები - დგომები, გადაადგილება, ბურთის ჩაწოდება, გადაცემა, მიღება.

 

შემაჯამებელი, კომპლექსური დავალება

სსიპ ქალაქ ტყიბულის N 1 საჯარო სკოლის

 ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი : მაია ლობჟანიძე

კომპლექსური დავალების პირობა

შიდა სასკოლო ფესტივალი ფრენბურთში         VIII კლასში

 

ფესტივალზე  ხაზგასმით წარმოჩინდა

          თამაშის წესები;

          სამიზნე ცნებები;

          ქვეცნებები

 

I მიზანი

სამიზნე ცნებები: ფიზიკური თვისებები (ფ.ა.სპ.საბ.5.), ორგანიზებულობა (ფ.ა.სპ.საბ.2.) და თვითკონროლი (ფ.ა.სპ.საბ.3.) –

 

II დრო და ადგილი

ფესტივალი ტარდება სსიპ ქალაქ ტყიბულის N 1 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში.

19 მარტი, 2021 წელი

III მონაწილეები

გუნდის შემადგენლობა: ფესტივალში მონაწილეობდა 32 მოსაწავლე :

1 ___  10 მოსწავლე;

2 ___  10 მოსწავლე;

3 ___  12 მოსწავლე;

 

IV ფესტივალის წესები

         ძირიადი წესები

         ფესტივალის (საშეჯიბრო) სისტემა

V ფესტივალის ხელმძღვანელობა

         ორგანიზატორი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი, მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელი, სკოლის ექიმი; სკოლის ადმინისტრაცია.

         მოსწავლეები, რომლებიც საპატიო მიზეზის გამო ფიზიკურად ვერ იღებენ მონაწილეობას ფესტივალში, ჩართული იქნებიან ფესტივალის ორგანიზებაში.

 

VI ფესტივალის ჩასატარებლად საჭირო წინა მოსამზადებელი სამუშაოები:

საგაკვეთილო პროცესში მატრიცაში გათვალისწიებული სპორტის სახეობის (ფრენბურთი) მიხედვით ტექნიკური ელემენტების (დგომები, გადაადგილება, ბურთის ჩაწოდება, გადაცემა, მიღება) სწავლება

 

ჩატარებული აქტივობები

1. ძირითადი წესები:

მასწავლებელი მოსწავლეებს სიტყვიერად უხსნის ფრენბურთის წარმოშობის ისტორიას და თამაშის ძირითად წესებს.

 

2. დგომები, გადაადგილება:

მასწავლებელი სიტყვიერად უხსნის და თვითონ აჩვენებს დგომებისა და გადაადგილების ტექნიკას; გამოყავს ერთი მოსწავლე და აჩვენებს დგომებისა და გადაადგილების ტექნიკას, შემდეგ მოსწავლეს ასრულებინებს დგომებისა და გადაადგილების ტექნიკას;

არსებობს სასტარტო დგომების სამი სახეობა (ტიპი): 

         მდგრადი დგომი  - ერთ ფეხს (ხშირ შემთხვევაში ძლიერი ხელის შესატყვის ფეხს) დგამენ მეორე ფეხის  წინ. მოთამაშის სხეულის სიმძიმის ცენტრი პროეცირდება ფეხებს შორის საყრდენი წერტილის ფართობზე, ფეხები მუხლის სახსარშია მოხრილი, სხეული ოდნავ წინ გადახრილი, ხელები იდაყვის სახსარში მოხრილი და წინ გაწვდილია;

         ძირითადი დგომი - ორივე ფეხი ერთ დონეზეა განლაგებული, ტერფები – ერთმანეთის პარალელურად, 20-30 სმ-ის დაშორებით. მოთამაშის სხეულის სიმძიმის ცენტრი პროეცირდება საყრდენის შუაში, სხეულის სიმძიმე თანაბრადაა განაწილებული მუხლის სახსარში მოხრილ ორივე ფეხზე. სხეული ოდნავ წინ დახრილია, იდაყვის სახსარში მოხრილი ხელები სხეულის წინ არის გატანილი;

         არამდგრადი დგომი - ორივე ფეხი განლაგებული, ძირითადი დგომის ანალოგიურად. მოთამაშე დგას ფეხის წვერებზე, ან მთლიან ტერფზე, ამ უკანასკნელზე სხეულის სიმძიმე ორივე ფეხის ტერფების წინა მესამედზე მოდის, ფეხები მუხლის სახსარშია მოხრილი, ხოლო წინ გამოტანილი ხელები იდაყვის სახსარში.

 

აქტივობა - დგომები და გადაადგილება:

         ვარჯიში  1 - მასწავლებლის ნიშანზე მოსწავლეები იღებენ დგომის იმ მდგომარეობას, რომელსაც ასახელებს მასწავლებელი და ასრულებენ ნაბიჯს სხვადასხვა მიმართულებით ( მარცხნივ, მარჯვნივ, წინ, უკან);

         ვარჯიში  2 - ასწავლებლის მიერ მინიშნებული დგომიდან მოსწავლეები ასრულებენ ბრუნს მარჯვნივ და მარცხნივ  ზემოდან გადაცემების იმიტაციით;

         ვარჯიში  3  - ჯგუფი ეწყობა თრიგად. მოსწავლეები გადაადგილდებიან ნელ ტემპში მიდგმითი ნაბიჯებით ჯერ მარცხნივ, შემდეგ-მარჯვნივ.

 

3. ბურთის ჩაწოდება:

მასწავლებელი სიტყვიერად უხსნის და თვითონ აჩვენებს ბურთის ჩაწოდების ტექნიკებს:

არსებობს ბურთის ჩაწოდების ხუთი ხერხი:

         ქვედა პირდაპირი ჩაწოდება - რომლის დროსაც დარტყმა ხორციელდება მარჯვენა ხელის მოქნევით წელის დონეზე უკნიდან –ქვევიდან-წინ  წელის დონეზე და არტყამენ ბურთს ქვევიდან – უკნიდან. დარტყმის შემდეგ ხელი იჭიმება ჩაწოდების მიმართულებით.

         ქვედა გვერდითი ჩაწოდება - მოსწავლე დგაბადისკენ გვერდულად, დარტყმა სრულდება დაძაბული მტევნით ქვევიდან – გვერდიდან. დარტყმის შემდეგ ხელი იჭიმება ჩაწოდების მიმართულებით.

აქტივობა - ბურთის ჩაწოდება:

         ვარჯიში  1 - მოსწავლეები დგანან პირით ხაზზე და მრავალჯერ (15-20 ჯერ) ასრულებენ ბურთი მაღლა გდებას სხვადასხვა სიმაღლეზე, მარცხენა ხელით;

         ვარჯიში  2 - მოსწავლეები ასრულებენ ჩაწოდების ხერხის იმიტაციას;

ორმხრივი თამაში: კლასი გაყოფილია ორ შერეულ გუნდად (გუნდში თანაბრად არიან გადანაწილებული გოგონები და ვაჟები, ასევე გუნდებში მოსწავლეთა გადანაწილების დროს დაცულია ფიზიკური სიძლიერე და გადასცემენ ბურთს ბადეზე სსწავლილი ვარჯიშების გამოყენებით)

მკვიდრი წარმოდგენები:

ფრენბურთი მეხმარება ფიზიკური თვისებების განვითარებაში. ვახდენ ტექნიკური ელემენტების დახვეწას;

ფიზიკური აქტივობებისას უსაფრთხოების დაცვა მიცავს ტრავმებისაგან;

ფიზიკური აქტივობები შემდეგ აუცილებელია პირადი ჰიგიენა;