25.10.17.
ტყიბულის სპორტის სასახლეში.
ჩატარდა რე
გიონალური სასკოლო ოლიმპიური შეჯიბრი
"მა
გიდის ჩო
გბურთში"
ჩემმა მოსწავლეებმა მიაღწიეს წარმატებას და მოვიპოვეთ
ვაჟები - მეორე ადგილი
მზადების პროცესი სკოლაში ვარჯიშის დროს, ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეების და სკოლის მანდატურებთან ერთად, ასევე სკოლის მასწავლებლიც.😃😄
სსიპ ქალაქ ტყიბულის
N 1 საჯარო სკოლის
მაგიდის ჩოგბურთი
პრაქტიკული მუშაობის
პროგრამა
მაიგიდის ჩოგბურთის ფედერაციის მიერ დადგენილი
წესების თანახმად სახეობა მაგიდის ჩოგბურთი
ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში 1988 წლიდანაა შეტანილი.
მაგიდის ჩოგბურთი თამაშდება მამაკაცთა და ქალთა ინდივიდუალურ და წყვილთა კატეგორიებში.
11 ქულიანი სისტემით, 2 მოწოდების რაოდენობით. (მომწოდებელმა ბურთი მინიმუმ 16 სმ-ით
უნდა აისროლოს) მასობრივი და მეტად ლამაზი თამაშია. უამრავი სხვადასხვა ტექნიკური და ტაქტიკური ილეთისაგან შედგება.
ჩემი მიზანი, სპორტის სახეობის თამაშისას
მოსწავლე გაიუმჯობესებს:
- მაღალ სიჩქარეს,
- გამძლეობას,
- მოქნილობას,
- ბურთის კარგი შეგრძნების უნარს,
- მოქნილ და სხარტ სათამაშო აზროვნებას,
- კარგ რეაქციას,
- სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარს,
- მდგრად ნერვულ სისტემას.
მუშაობა საჭიროა
იმ ბავშვებისათვის, რომლებიც
მონაწილეობას მიიღებს საქალაქო სპორტულ ოლიმპიადაში.
წინა
საშეჯიბრო პროგრამა:
1. დგომის
ტექნიკა (ძირითადი დგომი
და დგომები მარჯვნიდან და მარცხნიდან) შესწავლა;
{ მოთამაშენი თამაშს იწყებენ უბრალოდ ანუ ჩოგნის
ბურთისადმი შემხვედრი მოძრაობით, ზედა
წერტილიდან ბურთის გადაგდებით მოწინააღმდეგის საპირისპიროდ}
2. გადაადგილების (ერთნაბიჯიანი, ორნაბიჯიანი) ტექნიკის სწავლება ;
{ მაგიდის ჩოგბურთის თამაშის ძირითადი ტექნიკური ელემენტებისა და სწორი დახვეწილი მოძრაობების შესწავლა (დასაწყისში - ნელი
შესრულებით), მითითებებით.
3. ბურთის
მიწოდების (პირდაპირი, „ქანქარა“, „მარაო“) სწავლება;
{ სათამაშო ელემენტების საშუალო სიჩქარით შესრულება ტაქტიკურ ნახაზთან }
4. ორმხრივი თამაში შესწავლილი ელემენტების სრულყოფით; {აუცილებელია მოთამაშემ შეძლოს
ძლიერი დარტყმებისას ძალის
დაზოგვა და გამძლეობის რეგულირება. }
5. მოწოდებული ბურთის მიღების ტექნიკის შესწავლა; {მოთამაშეებმა რაც შეიძლება დიდხანს გააჩერონ ბურთი მაგიდაზე, პარალელურად შეისწავლონ უბრალო
ტაქტიკური ხაზები.}
6. მოწოდებული ბურთის
დახვედრა მარჯვნიდან და მარცხნიდან; {მოძრაობის შესრულების შემდეგ სწრაფად უბრუნდებიან საწყის მდგომარეობას მომდევნო მოძრაობის დროულად შესასრულებლად.
7. შეტევითი დარტყმების ტექნიკის შესწავლა;
{ძლიერი დარტყმების ტენდენცია, როგორც
სერიული, ისე უცაბედი - მოულოდნელი (ბრტყელი დარტყმები, }
8. მოჭრილი მიწოდება მარცხნიდან და მარჯვნიდან; { ჩოგნის მკვეთრი მოქნევა}
9. დარტყმა - „დახვედრა“ მარჯვნიდან და მარცხნიდან; { ჩოგანის მოძრაობით}
10. თამაში
შესწავლილი ელემენტების სრულყოფით.{ელემენტების ხარისხიანი შესრულება შესაძლებელია მხოლოდ
ხანგრძლივი და გულმოდგინე შრომის
შედეგად.}
11. ორმხრივი თამაშის ტექნიკის სრულყოფა;
12. ორმხრივი თამაშის ტექნიკის სრულყოფა;
რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
ჩემი მიზანი იყო მუშაობა იმ მოსწავლეთა გოგონათა და ვაჟთა ჩაბმა სპორტის სახეობაში და მონაწილეობის მიიღება საქალაქო/სარაიონო სპორტულ ოლიმპიადაში.
ამით კი, მოსწავლეებმა შეძლებისდაგვარად შეისწავლეს და გაიუმჯობესეს მაღალი სიჩქარე, გამძლეობა, მოქნილობა, ბურთის კარგი შეგრძნების უნარი, მოქნილი და სხარტი სათამაშო აზროვნება, კარგი რეაქცია, სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი, მდგრადი ნერვული სისტემა. ეს გამოვლინდა მოსწავლეთა საშეჯიბრო თამაშზე მონაწილეობის მიღებით მოიპოვეს სარაიონო შეჯიბრში მეორე ადგილი.
ჩემი გაკვეთილის გასაუმჯობესებელ მხარედ მიმაჩნია მოსწავლეთა მეტი დატვირთვა თამაშის პროცესით. მოსწავლეებს გაუჭირდათ წყვილთა თამაში. გაკვეთილის დაგეგმვისას გავითვალისწინებ, რადგან ვფიქრობ მეტი დრო უნდა დამეთმო პრაქტიკულად სასწავლო გაკვეთილებზე. არ იყო საკმარისი წინა საშეჯიბრო პერიოდით გათვალისწინებული დრო. ინდივიდუალური დაკვირვების საფუძველზე მათ ჭირდებათ მეტი ვარჯიში. რასაც მომავავლისათვის უკეთ დავგეგმავ და გავითვალისწინებ.