понедельник, 24 сентября 2018 г.

24.09.18. პროექტი მაკულატურა

პროექტის აღწერა
 ტყიბულის N 1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების მონაწილეობით მდგრადი განვითარების ხელშეწყობისა და ჯანსაღი გარემოს შექმნის მიზნით 2018- 2019 სასწავლო წლის მანძილზე შევადგინე პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სკოლაში არსებული მეორადი ქაღალდის შეგროვება/ ჩაბარებას ქაღალდის გადამამუშავებელ პუნქტებში. მის სანაცვლოდ ახალი წიგნების შემოტანას სკოლის ბიბლიოთეკაში. აგრეთვე, პროექტის მიზანია მოსწავლეებმა გაითავისონ მდგრადი განვითარების თავისებურება და შეიტანონ თავიანთი წვლილი ტყის რაციონალურ მართვაში. ვფიქრობ, პროექტი დადებითად აისახა თითოეულ მოსწავლეზე. ვინაიდან დღესდღეობით დიდ პრობლემას წარმოადგენს ხეების ჭრა, ეკოლოგიური პრობლემები. მოსწავლეების მოწონება დაიმსახურა ამ პროექტმა და დიდი სიხარულით ჩაერთო თითოეული მათგანი. პროექტს მონიტორინგს უწევდა ამავე სკოლის სპორტის მასწავლებელი.

                         პროექტის რეფლექსია
სსიპ ქალაქ ტყიბულის N 1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად გადავწყვიტე შემეგროვებინა გამოუსადეგარი ქაღალდი. პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები, აქტივობები სრულიად შეესაბამებოდა პროექტის მიზანს, რაც აისახა შედეგებზე. პროექტის მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი, როგორც პროექტის იდეის განვითარებაში, ისე მისი დაგეგმვის, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში. მოსწავლეებმა უპირველეს ყოვლისა მიიღეს გამოცდილება მსგავსი აქტივობებისთვის და სამომავლოდ მათ შეეძლებათ დამოუკიდებლად მიიღონ მონაწილეობა სოციალურ პროექტებში და გადაჭრან  რესურსების არარაციონალურ გამოყენებასთან დაკავშირებული  პრობლემები.
არსებობდა რისკები, რომელიც მდგომარეობდა შემდეგში: ვინაიდან მაკულატურის შეგროვება დავიწყეთ ოქტომბრის ბოლოსა და შესაძლებელი იყო ვერ შეგვეგროვებინა გარკვეული რაოდენობის ქაღალდი მაისის ბოლომდე.

შემდგომში მსგავსი პროექტების განხორციელებისას აუცილებლად  გავითვალისწინებ რომ, მაკულატურის შეგროვებაში ჩავრთო არამარტო სასკოლო თემი, არამედ ქალაქის თემიც. უფრო მაშტაბური და ეფექტური რომ იყოს თითოეული მოქალაქის როლი მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის.

вторник, 11 сентября 2018 г.

სპორტული კლუბი 1-ლი /" ჯანმრთელობა"


             ვემზადები, ახალი 2018-2019  სასწავლო წლისათვის. ადგილობრივი თვითმართველობის ორგანიზაციასთან შეთანხმებით სურვილი  მაქვს წლევანდელ სასწავლო წელს მქონდეს ჩემივე სამუშაო  სკოლაში არსებული სპორტული კლუბი - წლის მანძილზე,  სახელწოდებით: ჯანმრთელობა
კლუბის სლოგანი:  "ჯანსაღი ცხოვრება".  
პირველი შეხვედრა 
თამაში ფეხბურთი 
 კლუბის წევრების, ეს შეხვედარა თამაში  ფეხბურთის ელემენტებით საკმაოდ მხიარული და შტამბეჭდავი აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის. თუმცა შევჩერდები იმ აზრზე, რომ ისინი ერთად უნდა შეთამაშდნენ და უკეთ შეიგრძნობენ გუნდური შეხვედრების არსს.