четверг, 28 февраля 2019 г.

შაში.მეცხრე შეხვედრა


 კლუბი
მეცხრე შეხვედრა
შაში ერთ-ერთი უძველესი თამაშია მსოფლიოში.
თამაშის წესებით, კოჭი გადაადგილდება ერთ მუქ უჯრაზე დიაგონალურად წინ ნებისმიერი მიმართულებით. მეტოქის კოჭის მოსაკლავად (მოკვლა შეიძლება წინ და უკან სვლით) საკუთარი კოჭი მოწინააღმდეგის კოჭზე უნდა გადაატარო და დასვა მის შემდეგ თავისუფალ უჯრაზე. დაფის უკანასკნელ ჰორიზონტალურ ხაზამდე მიყვანილი კოჭი გადაიქცევა “დამკად”, რომელსაც ნებისმიერ მანძილზე შეუძლია გადაადგილება.
 თამაშის მიზანია მეტოქის კოჭების მოსპობა ან ისეთ მდგომარეობაში ჩაყენება, როდესაც მათ არც ერთი სვლის საშუალება აღარ ექნებათ.
მოსწავლეებმა კარგად  გაართვა თავი. 




вторник, 19 февраля 2019 г.

19.02.18 შაში მე-8

კლუბი
მერვე შეხვედრა შაში
შაშის თამაში ხდება ჭადრაკის დაფაზე თეთრი და შავი კოჭებით.
სპორტულ-სამაგიდო ინტელექტუალური თამაში ორი კაცის მონაწილეობით მრგვალი მუქი და ღია ფერის კოჭებით კვადრატულ მრავალუჯრედიან დაფაზე, რომლის უჯრედები მონაცვლეობით შეღებილია მუქ და ღია ფერებად. არსებობს შაშის მრავალი სხვაობა, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება, როგორც დაფის უჯრედებისა და კოჭების რაოდენობით, ისე წესებით. 
ყველაზე ცნობილია ინგლისური შაში (ამერიკაში ეწოდება ჩეკერსი)
სააინტერესო და სახალისო თამაში გამოვიდა.  






вторник, 12 февраля 2019 г.

კლუბი 7 მხატვრული ტანვარჯიში

კლუბი  
მეშვიდე შეხვედრა განხილული თემა
მხატვრული ტანვარჯიში სპორტის ლამაზი სახეობაა და ძალიან საჭირო სპორტია ადამიანის ორგანიზმის განვითარებისათვის: მოქნილობა, სისწრაფე , კოორდინაციის , წონასწორობის და ა.შ. უნარებს.მეცადინეობები მუსიკის თანხლებით ავითარებს სმენას, რიტმის შეგრძნებას, მოძრაობათა გრაციოზულობას, ესთეტიკურ და ინტელექტუალურ გემოვნებას, დადებით გავლენას ახდენს გოგონათა ორგანიზმის ფიზიოლოგიურ მომზადებაზე.
ჩემი სკოლის სინამდვილეში მოვახერხე და გამოვიყენე ზოგადსაგანმავითარებლო ვარჯიშთა კომპლექსი შვედური კედელის გამოყენებით. მოსწავლეები ხალისით ასრულებდნენ ვარჯიშებს და დაკისრებულ დავალებებს კარგად გაართვეს თავი.