вторник, 23 апреля 2019 г.

კლუბი. 11. ჭადრაკის კვირეული


ჭადრაკის ნოტაცია
ფიგურების განლაგება
 პაიკი, ეტლი, კუ, ლაზიერი,  მხედარი,
ფიგურების ღირებულებები, რომელი ფიგურის აყვანაა ხელსაყრელი? 
მეფე, ქიში, შამათი, როქი, პატი, მუდმივი ქიში, შამათი 2 სვლაში, ორმაგი დარტყმა, ორმაგი დარტყმა, ქიში ფიგურის მოგება,

ჭადრაკის თამაშის პროცესის მიმდინარეობა თავდაცვა და თავდასხმა . მოსწავლეების შეხვედრა საჭადრაკო დაფაზე ბრძოლა  გამარჯვებისათვის. 
მიუხედავად ძალისხმევისა და მოსწავლეთა მონდომებისა სასურველ მიზანს ვერ მივაღწიე, ამიტომ მომავალში, ახალი სასწავლო წლიდან დაგეგმილი მაქვს სპორტის გაკვეთილებზეც შევიტანო ჭადრაკის დაფა რადგან მოსწავლეები უკვე ფლობენ საჭადრაკო ფიგურებს.



воскресенье, 14 апреля 2019 г.

სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადა 2019


როდესაც გავიგე სპორტულ-შემეცნებით ოლიმპიადის შესახებ დავიწყე მზადება


სსიპ ქალაქ ტყიბულის N 1 საჯარო სკოლის

„სპორტულ შემეცნებითი ოლიმპიადა 2019“- ის უნდი მონაწილეობას ღებულობს

 საჯარო სკოლებს შორის პროექტში
 „ სპორტულ შემეცნებითი ოლიმპიადა 2019 “

   სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადა, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის შემადგენელი ნაწილია, რომელიც საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ხორციელდება!

პრაქტიკული მუშაობის პროგრამა
    რომლელიც მიზნად ისახავს:
·         მოსწავლეთა ჩაბმას და დაინტერესებას სპორტის სახეობებით;
·         ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერვას - ჯანმრთელი თაობის აღზრდას;

1.      თემის შერჩევა
დასახელდა სხვადასხვა თემა: „ სპორტი სკოლაში“,  „კალათბურთი სკოლაში“, „სპორტული ცხოვრება“, „ნორჩი კალათბურთელები“, „სპორტული ცხოვრება პირველ საჯარო სკოლაში“ და სხვა;
2.      დავალებების ანაწილება
მოსწავლეები / უნდი ინაწილებენ დავალებებს;
3.    დავალებების აღწერა
 მოსწავლეები წაიკითხვენ დავალებებს და წარდენილ საკითხებს ისმენს სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადა 2019 მონაწილე უნდი;
4.      მასალების შეროვება
არჩეულ თემასთან კავშირში დავალების შეროვება / ჩანიშვნა;
5.    ანხილვა / დალაება
თემის საკითხები რამდენად სწორადაა მიზანთან კავშირში;
6.     შეჯერება / ჩასწორება
თემის სახელწოდება: „სპორტული ცხოვრება პირველ საჯარო სკოლაში“;
7.    Power Point
 საპრეზენტაციო მასალის მომზადება;
8.    დოკუმენტალური მასალის შეროვება და საბოლოო დანიშნულებისამებრ წარდენა;
 
 
 
 თემა: სპორტული ცხოვრება პირველ საჯარო სკოლაში
„ჯანსაღ სხეულში, ჯანსაღი სულია“ - ეს გამონათქვამი დღესდღეობით მრავალი ადამიანის დევიზად არის ქცეული და ბევრისთვის კი ის მოტივაციას წარმოადგენს. ამ გამონათქვამის შინაარსი მრავალჯერ შეიცვალა და დღესდღეობით ის გულისხმობს ფიზიკურ, გონებრივ, ემოციურ, სოციალურ თუ სულიერ სიჯანსაღეს.  მათთან ერთად ადამიანს, რა თქმა უნდა, ფიზიკური სიჯანსაღე სჭირდება. სპორტი კი სწორედ ის სფეროა, რომელიც ამ ცნების სისრულეში მოსაყვანად გვეხმარება. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის მკაფიო ტენდენცია არის. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა საქართველო.
ადამიანში სპორტული კულტურის ჩამოყალიბება სკოლის ასაკიდან იწყება, რასაც, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს შინაგანი მოტივაცია, ამ სფეროს წარმომადგენელი ადამიანების დახმარება და გვერდით დგომა.
ჩვენი სკოლაც ერთ-ერთია, რომელიც ეფექტურად ახდენს მოზარდებში სპორტული კულტურის ჩამოყალიბებას. სპორტის მრავალი სახეობა არის განვითარებული ჩვენს სკოლაში, ძირითადად მოსწავლეები დაინტერესებულნი არიან სპორტის სხვადასხვა სახეობით: ფეხბურთით, ფრენბურთითა და კალათბურთით და სხვა. ყველაზე მეტად ტენდენციური კი - კალათბურთია.
სპორტის ამ სახეობას მსოფლიო 1891 წლიდან იცნობს, რომელიც თანდათანობით უფრო პოპულარული გახდა მსოფლიოს სხვადასხვა ერისთვის.
ჯერ კიდევ 1901 წელს, თბილისში „ სატანვარჯიშო თამაშები“ სასწავლო დაწესებულებებისათვის რეკომენდირებულ მოძრავ თამაშობათა შორის დასახელებულა „ დიდი ბურთით თამაში„ - კალათბურთი.
პირველი ფაქტები 1922 წელს მიეკუთვნება: „ ვხეობუჩის“ სპარტაკიადაზე მოსკოვში, ქართველმა მძლეოსნებმა: ა. ჭელიძემ და ა. ნებიერიძემ პირველად იხილეს ბოძზე დამაგრებული კალათბურთის ფარები და უჩვეულო ტამაში. შინ დაბრუნებულებმა კი ხელი მოჰკიდეს კალათბურთის დანერგვა-განვითარებას. 1923 წელს კი შედგა პირველი ოფიციალურიო შეხვედრა.
სწორედ XX საუკუნის I ნახევრიდან მოყოლებული საქართველოში  გაჩნდა ახალი თამაში, რომელიც დღესდღეობით ძალიან პოპულარულია, ის ბევრი ბავშვის ოცნებაა,  ბევრი მოზარდისათვის საყვარელი თამაშია და ბევრი ჰხედავს თავის თავს მსოფლიოს ცნობილ საკალათბურთო მოედნებზე.
ჩვენი სკოლაც ხშირად ამაყობს ამ სფეროში თავიანთი მოსწავლეების მიღწევებით. მათ მრავალ წარმატებებს მიაღწიეს 2016, 2017, 2018 წლებში და არაერთი თასისა და სიგელებით დაბრუნდნენ საასპარეზო მოედნიდან.
გუნდის წევრებმა კალათბურთის თამაში 13-14-15 წლიდან დაიწყეს, სწორედ იმ ასაკიდან, როცა ცნობილი ქართველი კალათბურთელი, მრავალი ოლიმპიური თუ მსოფლიო ჩემპიონ, ზურაბ საკანდელიძე პირველ ნაბიჯებს დგამდა დიდ საკალათბურთო ცხოვრებაში. ის 15 წლის იყო, როცა თბილისში გადმოიყვანეს სასწავლებლად, დაახლოებით ორ წელიწადში მაშინდელმა მწვრთნელმა ოთარ ქორქიამ  „დინამოს“ გუნდში სათამაშოდ მიიწვია. ასეთი წარმატებებით იწყება იმ უმაღლესი მწვერვალის მიღწევა, რომლის თავშიც ადამიანი საბოლოოდ ჩამოყალიბებული და შემდგარი პიროვნებაა. ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც მის გზას ადგანან.
ჩვენი პატარა ქალაქის, ტყიბულის, კალათბურთის გუნდის უმრავლესობას პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები წარმოადგენენ, რომლებმაც  რეგიონალურ თამაშებზე მრავალჯერ მოუტანეს გუნდს გამარჯვება. სკოლის სახელით კი, ისინი რა თქმა უნდა, სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში, რომელშიდაც გვაქვს მიღწევები და წარმატებები.
ეს ბავშვები არა მარტო თამაშით არიან დაკავებულნი, არამედ ხშირად თვითონაც  არიან სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზატორები და სულის ჩამდგმელები. არაერთი თამაში გამართულა ტყიბულის სპორტის სასახლეში ჩვენი სკოლის მოსწავლეების   ინიციატივით. მათ შორისაა 2018 წელს ჩატარებული „ ქუჩის კალათბურთი“, შეჯიბრი სამი-სამზე, სადაც გამარჯვება პირველი სკოლის გუნდმა მოიპოვა.
სხვა ბევრ დადებითთან ერთად მსგავსი სპორტულითამაშები აერთიანებს ადამიანებს და წარმოქმნის მრავალ ახალ ურთიერთობებს და ერთიანი სულისკვეთებით შეკრებილ ხალხ, გულმხურვალედ გულშემატკივრობს გუნდს, ეს კი გამარჯვების წინა პირობა და საწინდარია.
ისევ ჩვენი სკოლის სპორტულ ცხოვრებაზე რომ ვისაუბროთ, არ უნდა გამოგვრჩეს და აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ შედარებით უფროსკლასელთა მსგავსი ჩართულობა და აქტიურობა სპორტში ნათელ მაგალითს წარმოადგენს უმცროსკლასელთათვის. მათთვის ეს ინსპირაციის წყაროც შეიძლება გახდეს, რაც მომავალში აუცილებლად იჩენს თავს.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებას. ამ ყველაფერს საფუძველი დაწყებითი კლასებიდან ეყრება. ცხოვრების პირველივე ნაბიჯებიდან ისინი ეზიარებიან სულიერ და ფიზიკურ სიჯანსაღეს, ხოლო ამ გზით აღზრდილი მოსწავლეები ჩვენი ქვეყნის ძლიერ მხარეს წარმოადგენენ.
აი, რა წერენ თინეიჯერი კალათბურთელები:

პატარაობიდანვე დიდ ინტერესს იწვევდა ჩემს ცხოვრებაში კალათბურთი. როდესაც მოთამაშეებს ვუცქერდი კალათბურთი, როდესაც მოთამაშეებს ვუცქერდი, დიდი სურვილი მქონდა. ახლო მომავალში ამ სახეობის შესახებ ბევრი რამ გამეგო და შემდეგში მეც მეგრძნო ამ თამაშის ხიბლი. გავიდა დრო და ეს სურვილიც ავიხდინე. კალათბურთი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. ის რომ ყველაზე სწრაფი სპორტია, ემოციებით დატვირთული, ბოლო წუთამდე არ იცი, როგორ დამთავრდება მატჩი. წამებში წყდება თამაშის ბედი. ეს ყველაფერი ძალიან მომწონს.
კალათბურთმა შეძლო ჩემი გარდაქმნა. გავხდი აქტიური მოთამაშე და შევძელი ჯანსაღად ცხოვრება. სპორტის ეს სახეობა ყოველდღიურად უფრო მეტ მოტივაციას მძენს, რაც ჩემი გამბედაობის, შრომისმოყვარეობის საწინდარია.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კალათბურთი ჩემი ცხოვრების ნაწილია.

ლუკა კუპრაშვილი.
XI კლასი.

* * *
9 წლის ვიყავი, როდესაც პირველად მივედი კალათბურთზე და არ გასულა დღე, რომ არ მევარჯიშა ან ამ სპორტზე არ მეფიქრა, კალათბურთმა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შეცვალა ჩემი ცხოვრება და ყველაფერი სხვანაირად დამანახა. ცემი გუნდი ცემი ოჯახია. ყოველდღიურად ვარჯიში და მათთან კონტაქტი მამშვიდებს, მაწყნარებს, და რაც მთავარია, კონცენტრირებული ვარ მარტო ვარჯიშზე. ყველაზე მთავარი ისაა, რომ მე ამ საქმის კეთება მიყვარს და, შემიძლია ვთქვა რომ კალათბურთი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
 რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას: თავიდანვე ვუდგებოდი ამ საქმეს ,როგორც ჰობი, მაგრამ როგორც აღვნიშნე დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ეს არის საქმე, რაც მინდა მომავალში ვაკეთო და მინდა ჩემს პროფესიად ვაქციო, რადგან ვფიქრობ, რომ შემოსავლის წყარო უნდა იყოს ის რაც შენ სიამოვნებას განიჭებს. კალათბურთმა მომცა გამოცდილება, მეგობრები, ახალი ურთიერთობები. მე და ჩემი გუნდი დავდიოდით შეჯიბრებებზე, გარკვეულ წარმატებებსაც ვაღწევდით და, ვფიქრობ, რომ ყოველი თამაშიდან უფრო ბევრს ვსწავლობდით და უკეთესები ვხდებოდით. სხვადასხვა ქალაქში ტამაშმა , როგორც ვთქვი, ახალი ურთიერთობების საშუალება მოგვცა, რადგან ყოველი თამაშის მერე თანატოლ სპორტსმენებს და კალათბურთის  ვეცნობოდით. მასთან საუბრით დიდ სიამოვნებას ვიღებდით.
ჩვენც ქალაქში ხალხი ამ სპორტიდან გვიცნობს და, ვფიქრობ, რომ ამის გამო პატივს გვცემენ და ვუყვარვართ. ეს პატარა ქალაქია, სადაც კალათბურთის ყოველ თამაშზე გვგულშემატკივრობენ, გვქომაგობენ. რაც შეეხება: შეძენილ მეგობრებს, ისეთი განუყოფელი ნაწილი არის ჩემთვის, როგორც ეს სპორტი და მატან დროის გატარება ცემი ცხოვრების ნაწილია. ბოლოს კი ვიტყვი, რომ კალათბურთი ცემი ცხოვრების მთავარი საქმეა, რაც მინდა, რომ მომავალში ვაკეთო.

 გიორგი კობახიძე
XI კლასი.

* * *
ჩემს სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა სპორტის გაკვეთილებს, რამაც ჩემი ცხოვრების სტილზე დიდი გავლენა იქონია. ზოგადად ვფიქრობ, რომ სპორტი მრავალ უნარ-ჩვევებს ავითარებს. ის გვასწავლის გუნდურ მუშაობას, ერთგულებას შენი ჯგუფის მიმართ და დიდ სიყვარულს როგორც ურთიერთობის ასევე სხვადასხვა სპორტის სახეობების მიმართ. უმეტესწილად ჩემი როლი კალათბურთის მიმართ გულშემატკივრობაა. განსხვავებით ჩემგან ,ჩემს სკოლაში არიან ისეთი მოსწავლეები, რომლებიც კალათბურთს, როგორც თავიანთ მომავალ პროფესიას ისე ჰხედავენ და მათთვის ის ფაქტიურად თავისი ცხოვრების ნაწილია. როდესაც თამაშებს ვესწრებოდი, როგორც მოთამაშეებში ასევე მათ მწვრთნელებში ვხედავ უდიდეს ენთუზიაზმსა და შემართებას. მთელი თამაშის მანძილზე მოთამაშეები თავდაუზოგავად და დაუღლელად მიისწრაფვიან გამარჯვებისკენ და ამგვარი შემართებით ხშირად აღწევენ თავიანთ მიზანს. მაგრამ მარცხიც არ არის შეუგუებელი ფაქტი, პირიქით, ეს მათთვის კიდევ დამატებითი მოტივაციაა და სტიმულია. ჩვენი სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეები ხშირად თავად არიან მსგავსი თამაშების ორგანიზატორები, ამით ისინი პატარა თაობის წარმომადგენლებს უზიარებენ რაც თავად გამოუცდიათ კალათბურთის თამაშისას.

ლურსმანაშვილი მარიამი
XI კლასი.

* * *
პატარაობიდანვე აქტიური ბავშვი ვიყავი. მოჭარბებულ ენერგია უსარგებლოდ ვხარჯავდი, ამიტომაც მშობლებმა გადაწყვიტა კალათბურთში ჩემი შეყვანა.
ზოგადად სპორტი ადამიანის ჯანმრთელობისა და სიწესრიგის საწინდარია. მე კი საკუთარი თავი კალათბურთში ვიპოვნე.პირველი ვარჯიშისთანავე ეს სპორტი ცემი ცხოვრების დიდი ნაწილი გახდა. ვარჯიშზე დროზე ადრე მივდიოდი, დარბაზში უფროსების ვარჯიშს ვუყურებდი, შემდეგ კი მათ ვბაძავდი.
დროდადრო ვვითარდებოდი, ვხდებოდი უფრო მოხერხებული და სწრაფი. არა მხოლოდ კალათბურთში, არამედ სხვა სახეობებშიც შედარებით მოქნილი გავხდი. თან ვხვდებოდი, რომ ეს კალათბურთის დამსახურება იყო.
სხვამხრივ ეს სპორტის სახეობა ჩემთვის საუკეთესოა, გუნდურობისა და ფიზიკური მოთხოვნილებების მხრივ.თამაშისას წამის მეასედს შეუძლია გადაწყვიტოს მთელი მატჩის მიმდინარება. ასე რომ როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივადაც რაც უფრო მეტს ვთამაშობდი ვითარდებოდი, ვიხვეწებოდი და შედეგსაც ვაღწევდი, ამისათვის მაქსიმალურად ვშრომობდი. მალევე მომეცა საშუალება ტავი გამომეჩინა. ტარდებოდა შეჯიბრებები , როგორიცაა: იმერეთის ჩემპიონატი და საპრიზო ადგილიც დავიკავეთ ქალაქ ტყიბულის გუნდმა. შემდეგ იყო Street ball   3X3  - ზე. სკოლის სახელით ყველა საკალათბურთო შიდა საქალაქო შეჯიბრი მოვიგეთ და რეგიონალურზეც გაგვეხსნა შანსი. ამხანაგური მატჩების ხშირი იყო. სადაც ჩემი თამაში შუმჩნეველი არ დარჩენილა და ქალაქ ამბროლაურის საკალათბურთო კლუბმა „რაჭამ“ საქართველოს ჩემპიონატზე 16 წლიანებში მე-4 ადგილი ავიღეთ. უნდა აღვნიშნო, რომ დიდი მონდომებით ამ შედეგში საკუთარი წვლილი საკმაოდ შესამჩნევი იყო. ამ წარმატებებს ქალაქიც მიფასებდა, ზედიზედ 3-ჯერ დავსახელდი ქალაქ ტყიბულის 10 საუკეთესო სპორტსმენში და შესაბამისიჯილდოც ავიღე.
არა მხოლოდ ერთი სპორტის სახეობა გახდა ხელმისაწვდომი, ასევე ფრენბურთშიც მივაღწიე წარმატებებს. მოვიგეთ შიდასასკოლო და საქალაქო-სარაიონო ჩემპიონატები, ვითამაშეთ რეგიონალურ შეხვედრაზეც. იქაც მოწონება დავიმსახურე და ქუთაისის ფრენბურთის გუნდმა ადგილი შემომთავაზა. მაგრამ კალათბურთი ჩემთვის ყველაფერი იყო და უარი ვთქვი. კალათბურთმა ჩემს ცხოვრებაში დიდი წარმატებები და ჩემს ქალაქში საკუთარი თავი მაპოვნინა. ვფიქრობ, მის გარეშე ვერ ვიქნებოდი ის ვინც ახლა ვარ.
თორნიკე ცირეკიძე
XI კლასი.




 
  






ჩემი მიზანი იყო  მუშაობა მოსწავლეთა  ჩაბმა შემეცნებითი ოლიმპიადა 2019   მონაწილეობის მიღება. საქალაქო/სარაიონო  სპორტულ შემეცნებითი ოლიმპიადა 2019 - ში,
 მონაწილეობა საჯარო სკოლებს შორის და სარაიონო შეხვედრაზე.
 მოსწავლეებმა მოავლინე ინტერესი თემების მიმართ,  ერთი თემა აირჩა მოსწავლეთა ადაწყვეტილებით. რესურსცენტრში წარვადინეთ თემა:  „სპორტული ცხოვრება პირველ საჯარო სკოლაში“. საკითხის მიმართ  დაინტერესებით  და სარაიონო შეჯიბრში მონაწილეობის მიღებით  მოსწავლეებმა მოიპოვეს  პირველი ადგილი. რეიონალურ შეხვედრაზე კი ოლიმპიური დღის სერთიფიკატით  დავჯილდოვდით სსიპ ქალაქ ტყიბულის N 1 საჯარო სკოლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საანმანათლებლო პროექტში აქტიური მონაწილეობისათვის მონაწილეობა წასახალისებელი და იმედის მომცემი აღმოჩნდა, რადან მათი ძალისხმევა შემჩნეული იქნა.
        ჩემი გაკვეთილების გასაუმჯობესებელ მხარედ  მიმაჩნია მოსწავლეთა მეტი დატვირთვა თეორიული აკვეთილებით, მოსაძიებელი მასალის სრულყოფით, აზრთა აცვლა-ამოცვლის პრინციპით. არა მხოლოდ პრაქტიკა, თეორიაც ანაპირობებს ინტერესს და ასეთი დაინტერესებას  გაკვეთილის დაგეგმვისას გავითვალისწინებმეტი დრო უნდა დავუთმო, როორც პრაქტიკულ დატვირთვას ასე თეორიულ საუბრებს სასწავლო გაკვეთილებზე, რასაც მომავავლისთვის უკეთ დავგეგმავ და გავითვალისწინებ