როგორ განვავითაროთ თანამშრომლობითი
უნარები სპორტის გაკვეთილზე
________________________________________________________________________
სსიპ ქალაქ ტყიბულის N 1 საჯარო სკოლა
პედაგოგიური პრაქტიკის
კვლევა
მაია ლობჟანიძე
2018-2019
სარჩევი
შესავალი --------------------------------------------------------------------
3
I თავი
1.1. მოკლე ინფორმაცია კლასის შესახებ --------------------------------- 3
1.2. რა სირთულე გამოიკვეთა, პრობლემა და
საკვლევი საკითხი-- - - 4
1.3. პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები
--------------------- 4
1.4. კვლევის მიზანი ---------------------------------------------------------4
1.5. კვლევის ამოცანა
-------------------------------------------------------- 4
II თავი
საკვლევი თემის
მნიშვნელობა და აქტუალობა -
----------------------- 4
IIIთავი
ლიტერატურის მიმოხილვა -----------------------------------------------
5
IV თავი
მეთოდოლოგია
4.1. კვლევის
სამიზნე ჯგუფი ---------------------------------------------
7
4.2. კვლევის
მეთოდები და მონაცემების შეგროვება
------------------ 8
4.4. კვლევის
კალენდარი --------------------------------------------------
8
Vთავი
5.1. ინტერვენციების აღწერა და მათი შედეგები ------------------------ 9
VI თავი
6.1. კვლევის პირველი შედეგები და ანალიზი -------------------------- 9
VII თავი
7.1.კვლევის მიგნებები --------------------------------------------------------
14
7.2. რეკომენდაციები
და ნაკლოვანებები------------------------------------ 14
კვლევის შედეგების
გაზიარება --------------------------------------------
- 15
დანართები ---------------------------------------------------------------------
15
ბიბლიოგრაფია
-----------------------------------------------------------------18
რეფლექსია ----------------------------------------------------------------------
19
შესავალი
სპორტის გაკვეთილებზე
მოსწავლეები არამარტო ფიზიკურად ვარჯიშობენ, არამედ ამყარებენ კომუნიკაციას თანატოლებთან და მასწავლებლებთან. შესაბამისად
მათ უვითარდებათ როგორც კინესთეტიკური, ასევე სოციალური უნარ-ჩვევები: პასუხისმგებლობის
საკუთარ თავზე აღება:
ü სხვისი პატივისცემა;
ü თანამშრომლობა;კონფლიქტის
გადაჭრა;
ü გადაწყვეტილების
მიღება ჯგუფში;
ü ჯგუფში
როლების მრავალფეროვნების მიღება;
რაც ხელს უწყობს და ავითარებს მოზარდში გონებრივ
და ფიზიკურ უნარ-ჩვევებს, აძლევს საჭირო ცოდნას, ამკვიდრებს ჯანსარი ცხოვრების წესს.
მასწავლებელი ზრუნავს მოსწავლისათვის არამხოლოდ ცოდნის გადაცემაზე, არამედ საზოგადოების
სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებაზე და ისეთი უნარების განვითარებაზე, რომელიც უადვილებს მოსწავლეებს ნებისმიერ სოციალურ გარემოში
ადაპტაციას. ამ უნარებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია თანამშრომლობითი უნარი, რომლის
განვითარება ხდება გაკვეთილებზე, მასწავლებლის
უშუალო ხელშეწყობით, მოსწავლეთა ქცევების რეგულაციის ხელშეწყობა წყვილებსა დაჯგუფებში
მუშაობის დროს. ჩემს კვლევაში წარმოდგენილია სპორტის გაკვეთილებზე თანამშრომლობით უნარების
განვითარების სტრატეგიები და ამ სტრატეგიების გამოყენებისათვის ხელშემწყობი ფაქტორები.
I თავი
1.1
მოკლე ინფორმაცია
კლასის შესახებ
სსიპ ქალაქ ტყიბულის N 1 საჯარო სკოლის VIIIა
და IXბ კლასებში, სწავლობს 40 მოსწავლე. კლასში სსსმ მოსწავლე არ
არის.
ამ კლასებს2018-2019 სასწავლო წელს ვასწავლი სპორტს.
მათ შესაძლებლობებს ამ დროისათვის,წლის დასაწყისში ნაკლებად ვცნობდი.
კვლევა მიმდინარეობდა 2018-2019 სასწავლო წლის დასაწყისიდან
სასწავლო წლის ბოლომდე.
1.2
რა სირთულე გამოიკვეთა, პრობლემა და საკვლევი საკითხი
2003 წლიდან ვმუშაობ სპორტის მასწავლებლად. როგორც წესი, მოსწავლეები
ხშირად აქტიურები არიან სპორტის გაკვეთილებზე, გამოირჩევიან მაღალი მოტივაციით და ხალისით ერთვებიან აქტივობებში,მაგრამ ამავე
დროს გაკვეთილებზე შევამჩნიე, მოსწავლეების
მეტი და ნაკლები შესაძლებლობები.აღმოჩნდნენ მოსწავლეები, რომლებიც პასიურობენ
სპორტული აქტივობების განხორციელებისას, თავს არიდებენ შეჯიბრებაში მონაწილეობას, არ
გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებებს და საერთოდ,
ცდილობენ იყვნენ შეუმჩნეველი. სასწავლო პროცესში ვიყენებ სხვადასხვა სპორტული თამაშების ტექნიკურ და ტაქტიკურ
ელემენტებს, კერძოდ: ბურთის ტარება ხელით,
ფეხით, ზიგზაგისებურად და სხვა შეჯიბრებები:
კალათბურთში, ფეხბურთში, ფრენბურთში და ა.შ.
მიუხედავად ჩემს მიერ შერჩეული სტრატეგიების მრავლფეროვნებისა, ყველა მოსწავლე მაინც
არ ერთვება აქტიურად გაკვეთილის პროცესში. მოსწავლეეები განსაკუთრებით თავს არიდებენ
სპორტულ შეჯიბრებეში მონაწილეობას იმ მოტივით, რომ ვერ შეძლებენ კონკურენცია გაუწიონ
საკუთარ თანატოლებს. გარდა ამისა ერთმა მოსწავლემ ისიც კი მითხრა „ მე ვარ უუნარო და
არ შემიძლია არაფერი“-ო.სპორტის სახეობების მაგ: ფრენბურთის თამაშის დროს მოსწავლეები
დაყოფილი არიან ორ ჯგუფად. ამ დროს მოსწავლეები ერთმანეთს მეტოქეობას უწევენ. ორივე
ჯგუფი იბრძვის პირველობისათვის. ვინც ხშირად
ცდება, კარგავს ქულას, ამ დროს მოსწავლეები
ავლენენ ნეგატიურ ურთიერთდამოკიდებულებას,
კონკურენციის პირობებში ვლინდება აგრესიაც,
იგრძნობა თანამშრომლობის დეფიციტი.
ჩემი
პრობლემაა, საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა სრული ჩართულობის უზრუნველყოფა, ამ პრობლემის
გამომწვევი მიზეზების აღმოჩენა და შესაბამისი ინტერვენციების განხორციელება.
1.3
პრობლემის გამომწვევი
სავარაუდო მიზეზები
1)
მოსწავლეთა დაბალი მოტივაცია და ნაკლები რწმენა საკუთარი შესაძლებლობებისადმი, როგორც
ფსიქიკური ჯანმრთელობის ასევე საკუთარი ღირსების გრძნობის დაკარგვა ;
2)
გაკვეთილის დასრულების შემდეგ მოსწავლეების მხრიდან
ერთმანეთისადმი გამოვლენილი აგრესია;
3)
ჯგუფური მუშაობის ჩვევების არქონა, ამ დროს მოსწავლე
ვერ აცნობიერებს გუნდური მუშაობის, ურთიერთდახმარების მნიშვნელობას;
4)
მაღალი მიღწევების არქონა;
5)
პასუხისმგებლური და ყურადღებიანი დამოკიდებულებების
არქონა;
1.4
კვლევის მიზანი
მოსწავლეებში გუნდურ პასუხისმგებლობასა
და თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხების
შესწავლა და მათი თანამშრომლობის ხარისხის
გაუმჯობესება;
1.5
კვლევის ამოცანა
1.
დაკვირვება სპორტის გაკვეთილზე თითოეული მოსწავლის ჩართულობის ხარისხზე;
2.
მოსწავლეთა ანკეტირება;
3.
ფოკუს -ჯგუფების
შექმნა და დისკუსიის გზით პრობლემის გადაჭრის გზების მოძიება;
4.
ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება;
5.
მონაცემთა ანალიზი და შესაბამისი დასკვნების გაკეთება;
II თავი
საკვლევი თემის მნიშვნელობა
და აქტუალობა
2.1. თანამშრომლობით
სწავლას გამორჩეული ფუნქცია და გამოყენება აქვს სასწავლო პროცესში. თანამშრომლობითი
სწავლება შესაძლებელია გამოყენებული იქნეს, როგორც გაკვეთილის მიმდინარეობისას, ასევე
არასაგაკვეთილო პროცესში.თანამშრომლობითი უნარების განვითარება უზრუნველყოფს ინდივიდისა
და ასევე მთლიანიგუნდის წარმატებას.კოლაბორაციული სწავლისპროცესის მთავარი მონაწილეები
მოსწავლეები არიან, სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ მოსწავლეებს თანამშრომლობითი
სწავლის მეთოდით მიღებულ სასწავლო შედეგებთან მეტი პირადი კავშირი აქვთ. სასწავლო პროცესში
თანამშრომლობა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს ისწავლონ სხვისგან და ასწავლონ სხვას.
მათ თემა უკეთესად იციან, უვითარდებათთვითშეფასება და თავდაჯერებულობის განცდა ეუფლებათ.
ამ ჩვევების დაუფლება და სრულყოფა განაპირობებს ღრმა ცოდნის შეძენასა და წარმატებას.
სპორტის გაკვეთილებზე გამოიკვეთა პრობლემა, რომელიც შეეხება მოსწავლეთა არაჯანსაღ დამოკიდებულებას
სასწავლო პროცესში, უჭირთ თანამშრომლობა ჯგუფური მუშაობის დროს, რა დროსაც ჩნდებასაფრთხე
არ განვითარდეს აგრესიულიდამოკიდებულებები.
ამ პრობლემის მოგვარება ძალიან მნიშვნელოვანია, მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად, სწავლა სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად.
III თავი
ლიტერატურის მიმოხილვა
3.1. სასკოლო განათლება მნიშვნელოვანი საფუძველია დემოკრატიული საზოგადოების შექმნისათვის. საზოგადოების დემოკრატიულობის ხარისხი ვლინდება როგორც სწავლების მეთოდოლოგიურ პრინციპებში, ასევე მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის დამოკიდებულებებშიც. სწავლება ორგანიზებული პროცესია, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში არამარტო ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლებას,
არამედ, ზნეობრივი უნარ-ჩვევებისა და საზოგადოებრივი ნორმების გამომუშავებას. თანამედროვე შეხედულებებით, სწავლება უფრო ფართო მნიშვნელობის ტერმინია, ვიდრე რამდენიმე ათეული წლის წინათ მოიაზრებოდა. კურიკულუმზე დაყრდნობით, სწავლებისა და აღზრდის პროცესების გარდა, სკოლას აკისრია ფასეულობითი განათლების ჩართვა სასწავლო პრაქტიკაში. დემოკრატიული ცნობიერების მქონე მოქალაქის ჩამოსაყალიბებლად სკოლას ოთხი ძირითადი ფუნქცია ეკისრება:
1. მისცეს მოსწავლეს ყველა ის უფლება, რაც კანონითაა გათვალისწინებული;
2. ხელი შეუწყოს დემოკრატიულ სწავლებას;
3. თანაბარი უფლებებით ჩართოს თითოეული მოსწავლე სასწავლო პროცესებში;
4. წაახალისოს მოსწავლეები სოციალურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისათვის და ასწავლოს მათ მოქალაქეობრივი უფლებები;
ვიგოტსკის
მიხედვით თანამშრომლობითი სწავლის პროცესში მოსწავლე ინტელექტუალურ შესაძლებლობებს
ავლენს ისეთი პასუხისმგებლობების გაზიარებით, როგორებიცაა: მიზნის მიღწევა, მოსაზრების
მკაფიოდ წარმოჩენა, საკითხის კრიტიკულად განხილვა, მკაფიო და ღია კომუნიკაცია, სხვისი
აზრის მოსმენა, მოსაზრებათა ანალიზი და შერწყმა.
თანამშრომლობითი სწავლებისას გამოყოფენ პასუხისმგებლობის
ორ დონეს. პირველია ჯგუფური პასუხისმგებლობა, რათა ჯგუფმა მიაღწიოს მიზანს, ხოლო მეორე
- ჯგუფის თითოეული წევრის პასუხისმგებლობა, საკუთარი წვლილი შეიტანოს ჯგუფის მუშაობასა
და წარმატებაში. სწორედ პასუხისმგებლობის ეს ორი დონე უნდა იყოს ინტეგრირებული თანამშრომლობით
გაკვეთილში, თითოეულ მოსწავლეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ მისი წარმატება ჯგუფის
წარმატების საწინდარია.თუ მოსწავლეებს ეგოისტური მიზნების სიჭარბე აქვთ, სავალდებულოა
მეგობრული ურთიერთობის დამყარება და შენარჩუნება. ფიზიკური აქტივობის აკრძალვა ხშირად
ბავშვის აგრესიულ ქცევას იწვევს, რომელიც შეიძლება უფროსების აკრძალვებით იყოს პროვოცირებული. თუ ბავშვი ვერ შეძლებს მთელი დღის განმავლობაში
ვერც დადებითი და ვერც უარყოფითი ემოციების ღიად გამოხატვას, მოჭარბებული ენერგიით,
რომელსაც უკვალოდ გაქრობა არ შეუძლია, ის მას აუცილებლად აგრესიით გამოავლენს. მასწავლებლებმა
აუცილებლად უნდა მიიღონ აქტიური ზომები, როცა ხედავენ, თუ როგორ ჩაგრავს მოსწავლე სხვას
და ყურადღებით უნდა ადევნონ თვალი იმას, რომ მსგავსი ინცინდენტები მომავალში აღარ განმეორდეს.
მოსწავლეებში აგრესიისა და ძალადობის შემცირებაში
მასწავლებლებს შემდეგი სტრატეგიები შეიძლება დაეხმაროს: წაახალისეთ მოსწავლეები სიტუაცია
სხვა ადამიანების პოზიციიდან დაინახონ; დაეხმარეთ
მათ სოციალური სიტუაციის სწორად დანახვასა და გაგებაში;
სწავლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდი
- თანამშრომლობითი სწავლა გამოიყენება. ამ სფეროს სპეციალისტებმა დევიდ ჯონსონისა და
როჯერ ჯონსონის (1999) მიხედვით, ამ მეთოდის განმსაზღვრელი ხუთი ელემენტი არსებობს,
ესენია :
·
პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულება (გრძნობა იმისა, რომ
ერთად გადავრჩეთ, ან ერთად დავიღუპებით);
·
ურთიერთგამხნევება (ერთმანეთის დახმარება სწავლაში,
წახალისება);
·
ინდივიდუალური და ჯგუფური ანგარიშვალდებულება (თითოეული
ჯგუფის წევრს აქვს საკუთარი ვალდებულებები და, ამ ვალდებულებების შესრულებით, შესაძლებელი
ხდება ჯგუფის საერთო მიზნის მიღწევა);
·
ინტერპერსონალური და პატარა ჯგუფში მუშაობის უნარები (კომუნიკაცია, ნდობა, ლიდერობა, გადაწყვეტილებების მიღება და კონფლიქტების მოგვარება);
·
ჯგუფის წინსვლა (დაკვირვება იმაზე, თუ როგორ მუშაობს
გუნდი და რა ღონისძიებები უნდა გატარდეს იმისათვის,
რომ გუნდის მუშაობა გაუმჯობესდეს);
თანამშრომლობა
კონფლიქტის მოგვარების ყველაზე ეფექტური გზაა. ის აღიარებს ადამიანებს შორის კონფლიქტის
გარდაუვალობას და მას კონსტრუქციული შედეგის მისაღებად იყენებს. ამ დროს ორი ან მეტი
მხარე საერთო მიზნისთვის ერთობლივი ძალისხმევით მოქმედებს და კონფლიქტის ყველა მონაწილის
ინტერესის დაკმაყოფილებას ცდილობს. ეს არის გამოცდილების გაზიარების, უწყვეტი განათლებისა და კონსესუსის მიღწევის შემოქმედებითი
პროცესი. თანამშრომლობის არსი ადამიანური და მატერიალური რესურსების ოპტიმალური გამოყენებით
მაქსიმალური შედეგის მიღწევაა. თანამშრომლობა ორიენტირებულია მხარეების მიერ როგორც
საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებასა და მიზნის მიღწევაზე, ასევე ურთიერთობის შენარჩუნებაზე.
მარზანო ჯ.რ. ფიქერინგი ჯ.დ. ფოლოქი
ი.ჯ. თანამშრომლობითი სწავლა (ეფექტური სწავლება სკოლაში: კვლევაზე დაყრდნობით
შემუშავებული მეთოდები, რომლებიც აუმჯობესებენ მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას. გვ:
100 )
საშუალო სკოლის მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის
ამაღლების კომიტეტმა 2004 წელს დაასკვნა, რომ აზრების ურთიერთგაზიარებისას მოსწავლეები
უკეთესად ითვისებენ, ადვილად აღიქვამენ რთულ და გამომწვევ დავალებებს - დავალებებს,
რომელიც თვითრეგულაციას ავითარებს.
დასკვნის
თანახმად, ჯგუფურ სამუშაოს ასევე შეუძლია, მოსწავლეებს თანამშრომლობის უნარების განვითარებაში
დაეხმაროს. მეტიც - ის ხელს უწყობს მოსწავლეთა ერთობის შექმნას, სადაც მოსწავლეები
პასუხისმგებელნი იქნებიან ერთმანეთის სწავლაზე
და არ იქნებიან ორიენტირებული კონკურენტულ გარემოზე, რომელიც აუცხოებს ბევრ
მოსწავლეს, განსაკუთრებით მათ, რომელიც თანატოლებივით წარმატებულნი არ არიან.
თვითრეგულირებული
სწავლის მხარდასაჭერად ყველაზე ეფექტიანია ის გზები, რომლებიც ასახავს თანამშრომლური
ურთიერთობის გამოყენებას, ერთობის კლიმატს და პრობლემების ერთობლივ განურჩევლად იმისა,
ინდივიდუალურად მუშაობენ, წყვილებად თუ მცირე ჯგუფებში. ეს ინდივიდუალური განვითარების
პრაქტიკული მხარდაჭერაა. იგი მეტაკოგნიციის, შინაგანი მოტივაციისა და სტრატეგიული ქმედებებისთვის
გამოიყენება.(მაგალითად, იდეათა გაზიარებისთვის, პრობლემის გადაჭრის სტრატეგიების შესადარებლად,
თითოეულის ექსპერტობის არეალის დასადგენად).
ბერძენიშვილი ც.
გოდუაძე მ. მასწავლებლის წიგნი
2017 - გვ. 70. ;
მკვლევარები
გვაფრთხილებენ თანამშრომლობითი სწავლება სასარგებლო
აქტივობაა, მაგრამ ზედმეტად ხშირად არ უნდა გამოვიყენოთ, არამართებული გამოყენების
შემთხვევის წინაშე ვდგავართ მაშინ, როცა ჯგუფების არასწორი სტრუქტურირება ხდება, ანუ
მოსწავლეები არ უნდა ჩავრთოთ ჯგუფურ მუშაობაში ისეთი ინტენსივობით, რომ ასათვისებელ
უნარებზე დამოუკიდებლად მუშაობისათვის საკმარისი დრო აღარ დარჩეთ.
თანამშრომლობითი
სწავლა სასარგებლოა, მაგრამ მისი ზედმეტად
ხშირი გამოყენება არ არის მიზანშეწონილი. ყველასათვის ცნობილია, რომ მეთოდის გადაჭარბებული
გამოყენება ხშირად ეფექტურობის შემცირებას იწვევს.
მარზანო ჯ.რ. ფიქერინგი ჯ.დ. ფოლოქი
ი.ჯ. თანამშრომლობითი სწავლა (ეფექტური სწავლება სკოლაში: კვლევაზე დაყრდნობით
შემუშავებული მეთოდები, რომლებიც აუმჯობესებენ მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას. გვ:
100 )
IV თავი
მეთოდოლოგია
4.1 კვლევის სამიზნე ჯგუფი
Ø VIII-IX კლასის მოსწავლეები; 40 მოსწავლე;
Ø VIII-IX
კლასებში შემსვლელი სხვადასხვა საგნის მასწავლებლები;
4.2. კვლევის
მეთოდები და მონაცემების შეგროვება
ü ფოკუსირებულიდაკვირვება - ეს მეთოდიგამოვიყენე მოსწავლეებისთანამშრომლობის
პროცესზე დაკვირვებისათვის როგორც საგაკვეთილო,
ასევე არასაგაკვეთილო პროცესში. ვაკვირდებოდი
რამდენადჰქონდათ
მოსწავლეებსერთმანეთის
მოსმენისა და აზრის გაითვალისწინების
უნარი.
ü ფოკუს ჯგუფი
- ჩემი მიზანი იყო მომესმინა და შევხვედროდი
კლასში შემსვლელ სხვა საგნის მასწავლებლებს და დამედგინა თუ ქონდათ მოსწავლეებს ჯგუფური
მუშაობისას კომუნიკაციის პრობლემები მათ გაკვეთილებზე.
ü ანკეტირება-ანკეტირების საშუალებით დავადგინე პრობლემის
მიზეზები და ინტერვენციების შედეგები.
4.3. კვლევის
კალენდარი
აქტივობა
|
01/2019
|
02/2019
|
03/2019
|
03/2019
|
03/2019
|
05/2019
|
05/2019
|
პრობლემის იდენტიფიცირება
|
X
|
||||||
კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
|
X
|
||||||
ფოკუსჯგუფის ჩატარება პედაგოგებთან
|
X
|
||||||
მოსწავლის კითხვარების
შედგენა და გამოკითხვა
|
X
|
||||||
პირველადი მონაცემების ანალიზი
|
X
|
||||||
ინტერვენციების განხორციელება
|
X
|
X
|
X
|
X
|
X
|
||
ინტერვენციების შედეგების ანალიზი
|
X
|
||||||
პრეზენტაცია სასკოლო საზოგადოებასთან
|
X
|
V თავი
ინტერვენციების
აღწერა და მათი შედეგები
v მასწავლებლისა და მოსწავლის ჩართვა ჯგუფურ
მუშაობაში, წყვილებთან მუშაობის პროცესის დაგეგმვა საგაკვეთილო პროცესში: რასაც მოჰყვა
ერთობლივი გადაწყვეტილებით საერთო მიზნის მიღწევა.
v მოსწავლეებთან
ერთად მივიღე გადაწყვეტილება და დავგეგმეთ სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია და განვახორციელეთ. არასაგაკვეთილო პერიოდში მოსწავლეებმა უკეთ გაიცნეს
ერთმანეთი, სადაც ერთად მიიღეს გადაწყვეტილება და დაბრკოლებათა გადალახვის დროსდაეხმარნენ
ერთმანეთს. შევამჩნიე, რომ ურთიერთობითა და თანამშრომლობით მოსწავლეთა პოტენციური შესაძლებლობის
განვითარების დონემ აიწია. ხელი შეუწყო ნდობისა და მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
v ერთად
შევიმუშავეთ და დავგეგმეთ სოციალური პროექტი: „მავნე ჩვევებზე“. ამ პროექტით უკეთ გაიცნეს
ერთმანეთი და მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
v ხშირად
გვქონდა სპორტული მხიარული თამაშები: „გემი იძირება“; „იხვები და ბატი“; „მესამე ზედმეტია“
და სხვა. თამაშის დროს მოსწავლეები ერთად კარგად გრძნობდნენ თავს. თამაშის ელემენტებით სწავლებამ გადაიყვანა
მოსწავლეები თანამშრომლობით ურთიერთობაში, განუვითარდათ თანამშრომლობითი უნარ-ჩვევები.
v მოსწავლის
აღზრდის პროცესში სპორტულ ღონისძიბებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რადგან ასეთი
აქტივობების დროს მოსწავლეებს ისეთი უნარ-ჩვევები უვითარდებათ, რომელიც მხოლოდ სასწავლო
პროცესით ვერ მიიღწევა. 2018-2019 წლის დასაწყისიდან სასწავლო წელს, სასკოლო ცხოვრებაში
ჩართვის მიზნით,გვქონდა სასკოლო კლუბი „ჯანმრთელობა“, სადაც ბავშვები თავად იყვნენ
სასკოლო კლუბის ინიციატორები და წარმართველები.
VI თავი
6.1. კვლევის
შედეგებიდა ანალიზი
მე,
ვაკვირდებოდი თითოეულ მოსწავლეს როგორც საგაკვეთილო, ასევე არასაგაკვეთილო
პროცესში, ვაკვირდებოდი რამდენადჰქონდათ
მოსწავლეებსერთმანეთის
მოსმენისა და აზრის გათვალისწინების
უნარი.დაკვირვების შედეგად აღმოვაჩინე, რომ მოსწავლეები არასაგაკვეთილო,
არაფორმალურ სიტუაციებში უფრო ეხმარებოდნენ ერთმანეთს, ითვალისწინებდნენ ერთმანეთის
მოსაზრებებს, უთმობდნენ, იზიარებდნენ და პატივს სცემდნენ ერთმანეთის შეხედულებებს,
ვიდრე საგაკვეთილო, ფორმალურ სიტუაციებში. სწორედ ამიტომ დავგეგმე სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია, რამაც მოსწავლეები
დააახლოვა.
როგორც დიაგრამიდან ჩანს ინტერვენციების განხორციელაემანდე
მოსწავლეების 35% თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან; ნაკლებად თანამშრომლობდა 25% და საერთოდ
არ თანამშრომლობდა 40 %; ხოლო ინტერვენციის
შემდეგ თანამშრომლობდა 72 %; ნაკლებად თანამშრომლობდა 28 %; აღნიშნული შედეგების საფუძველზე
შემიძლია ვივარაუდო, რომ დაგეგმილმა აქტივობებმა გარკვეული შედეგი მომცა.
2.
ჩემი მიზანი იყო შევხვეროდი ფოკუს-ჯგუფს, მომესმინა კლასში შემსვლელი სხვა საგნის მასწავლებლებისათვის
და დამედგინა, ჰქონდათ თუ არა მოსწავლეებს ჯგუფური მუშაობისას კომუნიკაციის პრობლემები.
მათი პასუხებიდან გამოიკვეთა, რომ ჩართულობის ხარისხი მათ გაკვეთილებზე კიდევ უფრო
დაბალი იყო, ვიდრე სპორტის გაკვეთილებზე და არც კომუნიკაციის ხარისხი იყო მაღალი. ამავე
დროს მასწავლებლებმა ისიც აღნიშნეს, რომ კომუნიკაციის ხელშეწყობის მიზნით მეტად უნდა
იყენებდნენ ჯგუფური და წყვილებში მუშაობის ფორმებს.
შედეგების ანალიზმა
საბოლოო სადიაგნოსტიკო ტესტირების შედეგადაც აჩვენა, რომ პრობლემა ბოლომდე დაძლეული
არ არის და მომავალ წელსაც უნდა გავაგრძელო ამ კუთხით მუშაობა, რათა სასურველი შედეგი
იქნას მიღებული და მიზანი მიღწეული.
3. შევადგინე კითხვარი და ჩავატარე გამოკითხვა მოსწავლეებში,
იმის დასადგენად რამდენად თანამშრომლობენ ერთმანეთთან.(დანართი #1)
დიაგრამიდან ჩანს მოსწავლეების დიდ ნაწილს არასოდეს მიუღია გადაწყვეტილება
თანაკლასელებთან ერთად. ინტერვენციის შემდეგ მათი რაოდენობა შემცირდა, თუმცა საჭიროა
ამ კუთხით მუშაობის გაგრძელება, რათა შედეგები გაუმჯობესდეს.
როგორც დიაგრამიდან ჩანს, ინტერვენციების განხორციელებამდე
საერთო საკითხზე შეთანხმების გამოცდილება გამოკითხულ მოსწავლეთა ნახევარზე მეტს არ
ჰქოდა, ინტერვენციების განხორციელების შემდეგ კი მათი რაოდენობა 2-ჯერ და მეტად შემცირდა.
მოსწავლეებისათვის დასმულ შეკითხვაზე:„თანაკლასელებთან
ერთად შეგისრულებიათ თუ არა ისეთი დავალება, სადაც განაწილებული იყო ფუნქციები“იგულისხმებოდა,
როგორც სპორტული აქტივობები, ასევე სხვადასხვა საგნის დავალებები, ანუ ისეთი დავალება,რომლის
შესრულება თანამშრომლობისა და ფუნქციების განაწილების გარეშე შეუძლებელია. მაგალითად
ფრენბურთი, ფეხბურთი.... ინტერვენციებამდე თვით ამ ტიპის დავალებებშიც კი არ იგრძნობოდა
ერთსულოვნება, შედეგად სულ იყო კამათი და დაპირისპირება. ინტერვენციების შემდეგ მდგომარეობა
საგრძნობლად შეიცვალა.
დიაგრამიდან ჩანს
მოსწავლეთა სურვილი და პრობლემებიჯგუფური მუშაობისას. შევეცადე, მოსწავლეები დამერწმუნებინა
ერთმანეთის შესაძლებლობებში, ყველა ადამიანს აქვს სხვადასხვა უნარი. შეიძლება სწორედ
ამ კუთხით დავინახოთ გუნდის წევრი და სასწავლო თამაშის დროსშევაქოთ გამოვლენილი უნარით.
ბავშვებს გაუჩნდებათ საკუთარი თავის რწმენა, შეძლებენ გარკვეული მონაცემები გამოავლინონ,
ამით კი დაუბრუნდებათ საკუთარი თავის რწმენა და შეძლებენ შესაძლებლობების გამოვლენას.
კლასში შემსვლელ მასწავლებლებს ვთხოვე გაკვეთილებზე ხშირად გამოეყენებინათ ჯგუფური
მუშაობა.
ჩემი მიზანი იყო, გამერკვია,მოსწავლეების ქცევა უკეთესობისკენ
შეიცვალა თუ არა და შესაბამისად როგორ აისახა ეს სწავლა სწავლების პროცესზე. ქალების
85 % და ვაჟების 15 % თვლიან, რომ არიან ისეთი
მოსწავლეები რომლებსაც არ შეუძლიათ თანამშრომლობა. ვფიქრობ, აქტიური თანადგომით არამარტო ჯგუფური, ასევე წყვილებში მუშაობით ბავშვები შეძლებენ აქტიურ თანამშრომლობას.
VII თავი
7.1 კვლევის
მიგნებები
1. მოსწავლეები იშვიათად თანამშრომლობენ ერთმანეთთან;
2. სპორტული აქტივობებისას არ ინაწილებდნენ ფუნქციებს;
3. მოსწავლეებს ჰქონდათ მზაობა თანამშრომლობისათვის,
მაგრამ ამას მასწავლებლის გარეშე ვერ ახერხებენ;
7.2 რეკომენდაციები
და კვლევის ნაკლოვანებები
1.
ძალიან მნიშვნელოვანი მოსწავლეთა საჭიროების გამოკვეთა
და ღონისძიებების დაგემვა ამ საჭიროებებზე მორგებით.
2.
სასურველია კვლევამ მოიცვას სხვა კლასებიც, რადგან ეს
საშუალებას მოგვცემს სასკოლო ცხოვრება კიდევ უფრო უსაფრთხო და საინტერესოდ გავხადოთ. შევისწავლოთ მათი საჭიროებები და დავგეგმოთ სიახლეები. სასურველია ამ მეთოდის გენერალიზება სხვა კლასებშიც.
3.
თანამშრომლობა აუცილებელია
4.
კვლევა მოიცავდა მოსწავლეთა მცირე რაოდენობას, რამაც საშუალება არ მომცა შედეგების
გენერალიზების.
5.
ინტერვიუერის
გამოუცდელობა.
კვლევის შედეგების გაზიარება
აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად გადაიდგა გარკვეული
ნაბიჯები, განხორციელებული ინტერვენციების შეფასებისას გამოვლინდა, რომ ინტერვენციები
სწორად იყო შერჩეული და შესაბამისად შედეგიანი.
კვლევის
განმავლობაში მიღებულ შედეგებზე და მიგნებებზე დაყრდნობით შევიმუშავე რეკომენდაციები,
რომლებიც გავაცანი ქართულისა და სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრის წევრებს. პედაგოგების აზრით სასურველია
გაგრძელდეს კვლევა ამ მიმართულებით. კიდევ ერთი კვლევა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით
მოგვცემს მეტ ინფორმაციას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კვლევის საკითხი აქტუალურია
ნებისმიერი კლასისათვის, განსაკუთრებით ამ ასაკში.
დანართი
დანართი 1.
კითხვარი მე-8 კლასის მოსწავლისათვის.
კითხვარი ანონიმურია და გთხოვთ, გულწრფელად უპასუხოთ დასმულ შეკითხვებს:
1.
შეგისრულებიათ თუ არა დავალება თანაკლასელებთან ერთად,
სადაც საერთო გადაწყვეტილება მიგიღიათ?
არასოდეს იშვიათად ხშირად
2.
შეგისრულებიათ ისეთი დავალება, სადაც ორ ან მეტ მოსწავლეს
გჭირდებოდათ ერთად მუშაობა და საერთო პასუხზე შეთანხმება?
თითქმის არასოდეს იშვიათად ხშირად
3.
თანაკლასელებთან ერთად შეგისრულებიათ ისეთი დავალება
სადაც განაწილებული გქონიათ ფუნქციები ?
არასოდეს იშვიათად ხშირად
4.
სხვასთან ერთად შეგისრულებიათ დავალებები?
არასოდეს იშვიათად ხშირად
ბიბლიოგრაფია
გამოყენებული ლიტერატურა:
1.
/1. განვითარებისა და სწავლების თეორიები-მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ცენტრი.2017წ.ტI. გვ.45./
2.
გოდუაძე მ .
ბერძენიშვილი ც.
(მასწავლებლის წიგნი 2017 - გვ.
70. )
3.
თანამშრომლობითი სწავლების მეთოდები. სეგმენტური მეთოდი ლობჟანიძე ს. 8 იანვარი,2015 http://mastsavlebeli.ge/?p=1795
4. მარზანო
ჯ.რ. ფიქერინგი ჯ.დ. ფოლოქი ი.ჯ.
თანამშრომლობითი
სწავლა (ეფექტური სწავლება სკოლაში: კვლევაზე დაყრდნობით შემუშავებული მეთოდები, რომლებიც
აუმჯობესებენ მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას. გვ: 100 )
5.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი , განვითარებისა და სწავლების თეორიები,
დამხმარე სახელმძღვანელო ტI,2008წ.
6.
ფიზიკური კულტურა
და სპორტი (გამომცემლობა საბჭოთა საქართველო,
1973“ სვანიშვილი რ.)
7.
N 5.2012 /მასწავლებელი/ ( გვ: 47)
რეფლექსია
მასწავლებლის პროგრესულ განვითარებაზე ზრუნვა თანამედროვე
სკოლის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა და მოთხოვნაა. პროფესიული სტანდარტის მიხედვით მასწავლებელს
უნდა შეეძლოს საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა პედაგოგიური საქმიანობის ეფექტურობის
გაზრდის მიზნით. ამ მოთხოვნების გათვალისწინებით ვაწარმოე კვლევა საკითხზე : „ როგორ
განვავითარო თანამშრომლობითი უნარები სპორტის გაკვეთილებზე “ . აღნიშნული კვლევა დავიწყე
2018-2019 სასწავლო წლის დასაწყისში და დავასრულე ამავე სასწავლო წლის ივნისის თვეში.რადგან
ვთვლი, რომ კვლევა წარმატებით განხორციელდა, გადავწყვიტე ამ კვლევის შედეგები ამ კლასებში შემსვლელი მასწავლებლებისა
და კათედრის წევრებისთვისაც გამეცნო, მით უფრო,
რომ კვლევის პროცესში და ინტერვენციების განხორციელების პროცესში ისინიც ჩართულნი იყვნენ.
კვლევის პროცესში გამოიკვეთა სხვადასხვა ფაქტორი, რომელიც
წინასწარ არ მქონდა გათვალისწინებული: მაგალითად,
თანამშრომლობითი ჯგუფის ზომა, დიდ ჯგუფებთან
მუშაობისას. მოსწავლეებს გაუჭირდათ საკუთარი კომპენტენციის გამოვლენა. უმჯობესია პატარ-პატარა ჯგუფებთან მუშაობა.
გაცილებით ეფექტურია და მივხვდი, რომ თანამშრომლობით სწავლებას დიდი სიხშირით, ყველა
შემთხვევაში ვერ გამოვიყენებ. ასევე ვეცდები გამოვიყენო კოლეგების გამოცდილება თანამშრომლობით
მუშაობასთან დაკავშირებით და მასთან აქტიური კომუნიკაცია დავამყარო.
მიუხედავად სირთულისა, კვლევის ძირითადი მიზანი მიღწეული
იქნა, კერძოდ:
·
მოსწავლეებმა გააცნობიერეს გაკვეთილში ჩართულობის აუცილებლობა;
·
პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულება;
·
ჯგუფის წინსვლა;
·
განუვითარდათ სოციალური უნარები;
·
ურთიერთგამხნევება ინდივიდუალური და ჯგუფური ანგარიშვალდებულება;
მომავალ სასწავლო წელს ვგეგმავ, უფრო ღრმად და საფუძვლიანად
იქნეს შესწავლილი თანამშრომლობის პრინციპები და ამ მიზნით სხვა საგნის მასწავლებლებთან
ერთად კვლევა გავაგრძელო, სადაც შევისწავლი თანამშრომლობის განხორციელების ხარისხს.
მაია ლობჟანიძე
20.06.19.