четверг, 21 сентября 2017 г.

წრე

გაკვეთილი პირველი  20.09.

წრის მუშაობა დაიწყება 
პირველი სემესტრის დასაწყისშივე  და დასრულდება პირველი სემესტრის ბოლოს. 
კვირაში ერთხელ პარასკევი 15 საათზე და 10 წუთზე.
ერთი საგაკვეთილო საათი. 

მ. ლობჟანიძე

2017-2018 წ.წ.

. წრის პროგრამა  -   გაცნობა
აქტივობა:  თეორიული გაკვეთილის ტექნიკა

                 ჩვენს სკოლაში მიმდინარეობს საწრეო მუშაობები მათ შორისაა  სპორტის  საწრეო  გაკვეთილი მე-10 „ა“ კლასი. 2017-2018 სასწავლო წელი.
    მიმართულება: სპორტის სახეობა ფრენბურთი (სასკოლო სპორტული ოლიმპიადისათვის)

        მეათე კლასის მოსწავლეების მშობლებმა გამოთქვეს სურვილი რომ მათი შვილები ჩართულიყვნენ სპორტულ აქტივობაში. აირჩიეს ფრენბურთი  და მივიწყებული სპორტული თამაშები. მათმა ინტერესმა, სიხარულმა, აქტივობამ მოლოდინს გადააჭარბა. ბავშვებს ძალიან მოსწონთ თავიანთი არჩეული სპორტის სახეობა.
     
  პირველი გაკვეთილი დაეთმო ფიზიკური აღზრდის ისტორიას. ბავშვებმა გაიგეს თუ რატომაა საჭირო ფიზიკური აქტიობასკოლაში, გაიგეს რომ აუცილებელია სპორტი ჯანმრთლობისთვის, რომელიც ანვითარებს: ძალას, გამძლეობას, მოქნილობას,  სისწრაფეს და აზროვნებას. მათი საშუალებით სრულყოფილი ხდება  მოძრაობათა უნარ ჩვევები. ასევე განხილული იქნა  მავნე ჩვევები: ბავშვები გაიყვნენ სამ გუნდად და წარმოადგინეს თავიანთი შეხედულებანი სხვადასხვა მავნე ჩვევებზე. ერთმა გუნდმა აიღო თემა  ,,ნარკოტიკი'' და ისაუბრა მის უარყოფით თვისებებზე თუ რა ზიანი მოაქვს მის გამოყენებას ადამიანზე. მეორე გუნდმა ,,ალკოჰოლი''. მოზარდებმა დასაბუთებულად ისაუბრეს უარყოფით თვისებებზე. მესამე გუნდმა თამბაქო და მისი გამოყენება. ბავშვებმა გააზრებულად წარმოადგინეს თავიანთი შეხედულებანი თამბაქოს ხმარებით გამოწვეულ დაავადებებზე. თუ როგორ აზიანებს ადამიანის სხვადასხვა ორგანოს. სამივე გუნდმა გააკეთა დასკვნა  რომ ყველა მავნე ჩვევა უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე და აუცილებელია მათი უარყოფა.




Комментариев нет:

Отправить комментарий